Sunday, April 19, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

     სახელმძღვანელოში განვიხილეთ მოდული 3,ვებსაიტების საავტორო უფლებებსა და მათ კანონიერ გამოყენებაზე ინფორმაციის მოპოვების შესახებ.გავაკეთეთ სლაიდ შოუ.Drive-ში გავხსენით პრეზენტაცია დათვალიერების რეჟიმში,გადავიყვანეთ სამუშაო რეჟიმში,შემდეგ მენიუ file-ში გავაკეთეთ ჩაშენება,კოდის მონიშნვა და კოპირება, Google Drive-დან ბლოგში  გადმოტანა,შევცვალეთ დიზაინი ბლოგში,დავამატეთ სურათები,გამარტივებული მარტივი შაბლონი გადმოვიტანეთ პორტფოლიოში.

პროექტის გეგმის პრეზენტაცია

Saturday, April 18, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

    ჩვენი პროექტისათვის მოვიფიქრეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები,ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონში,შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.
   განვიხილეთ შეფასების სტრატეგიების დაგეგმვა.შეფასება ეხება 5 მიზანს
        განმავითარერბელი
1.მოსწავლეთა საჭიროების შეფასება
2.თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა
3.პროგრესის მონიტორინგი
4.ნასწავლის გაააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა
       განმსაზღვრელი
5.მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევების ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთა შესაბამისად.

Saturday, April 4, 2015

ტრენინგის მესამე დღე

 დავასრულეთ პუბლიკაციაზე მუშაობა.გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვას,სტანდარტების და მიზნების რუბრიკებს,განახებული ბლუმის ტაქსონომიას ,რათა უკეთ განვსაზღვროთ ჩვენი პროექტის  სასწავლო მიზნები.