ინტელის ძირითადი კურსი-პროექტებით სწავლება
Saturday, May 2, 2015
ტრენინგის მერვე დღე
შევქმენით მოსწავლის დამხმარე რესურსი,რომელსაც გამოვიყენებთ დიფერენცირებული სწავლებისას,სსმ მოსწავლეების დასახმარებლად.
პორტფოლიო გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
პორტფოლიო გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
Friday, May 1, 2015
ტრენინგის მეშვიდე დღე
დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმაში პროექტის პროცედურებზე მუშაობა, გავითვალისწინეთ სპეციალური საჭიროების ,არაქართულენოვანი და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეების საჭიროებები.
ვიმუშავეთ ჩვენი პროექტისათვის შეფასების რუბრიკებზე,რომელიც მნიშვნელოვანია,რომ მოსწავლეებს გავაცნოთ პროექტის დასაწყისში.
ვიმუშავეთ ჩვენი პროექტისათვის შეფასების რუბრიკებზე,რომელიც მნიშვნელოვანია,რომ მოსწავლეებს გავაცნოთ პროექტის დასაწყისში.
ტრენინგის მეექვსე დღე
შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის,რომ უფრო ნათლად დაინახონ, თუ როგორი უნდა იყოს მათ მიერ შესასრულებელი დავალება.
დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმაში პროცედურებზე მუშაობა.
დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმაში პროცედურებზე მუშაობა.
Sunday, April 19, 2015
ტრენინგის მეხუთე დღე
სახელმძღვანელოში განვიხილეთ მოდული 3,ვებსაიტების საავტორო უფლებებსა და მათ კანონიერ გამოყენებაზე ინფორმაციის მოპოვების შესახებ.გავაკეთეთ სლაიდ შოუ.Drive-ში გავხსენით პრეზენტაცია დათვალიერების რეჟიმში,გადავიყვანეთ სამუშაო რეჟიმში,შემდეგ მენიუ file-ში გავაკეთეთ ჩაშენება,კოდის მონიშნვა და კოპირება, Google Drive-დან ბლოგში გადმოტანა,შევცვალეთ დიზაინი ბლოგში,დავამატეთ სურათები,გამარტივებული მარტივი შაბლონი გადმოვიტანეთ პორტფოლიოში.
Saturday, April 18, 2015
ტრენინგის მეოთხე დღე
ჩვენი პროექტისათვის მოვიფიქრეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები,ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონში,შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.
განვიხილეთ შეფასების სტრატეგიების დაგეგმვა.შეფასება ეხება 5 მიზანს
განმავითარერბელი
1.მოსწავლეთა საჭიროების შეფასება
2.თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა
3.პროგრესის მონიტორინგი
4.ნასწავლის გაააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა
განმსაზღვრელი
5.მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევების ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთა შესაბამისად.
Subscribe to:
Posts (Atom)